Economist-ის კვლევა: კრიპტოვალუტის შესახებ ინვესტორების აღქმა უკეთესობისკენ იცვლება

0
708

The Economist-ის მიერ ჩატარებულმა და გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოების პოზიტიური განწყობა წარმოაჩინა.

კვლევის მიხედვით, უახლოეს მომავალში ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს.

Economist Impact-მა გამოაქვეყნა თავისი “Digimentality Report”-ის დასკვნები, რომელიც ციფრული გადახდების მიმართ მოქალაქეების ნდობის საკითხს იკვლევდა. მკვლევრებმა ასევე იკითხეს იმ დაბრკოლებების შესახებაც, რომლებმაც შეაფერხა ძირითადი ფულადი ფუნქციების დიგიტალიზაცია.

მიღებული მონაცემები ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას იძლევა, რადგან აღნიშნული მონაცემები გასულ ორ წელთან არის შედარებული.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო, რომელთა ნახევარიც ისეთ განვითარებად ძლიერ ეკონომიკურ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სინგაპური. მეორე ნახევარი კი გამოიკითხნენ განვითარების პოტენციალის მქონე ქვეყნებში როგორებიცაა ბრაზილია, თურქეთი, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა და ფილიპინები.

მონაწილეთა დაახლოებით 75%-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება და იყენებდა ციფრული გადახდის სხვადასხვა მეთოდს სხვადასხვა სახის ანგარიშსწორებისათვის.

კვლევის ბოლო ნაწილში კი მონაწილეობდა 150 ინსტიტუციური ინვესტორი, რაც ტრადიციული ფინანსური სისტემის დამოკიდებულებასა და ინტერესს ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ გამოხატავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი