ყაზახეთი მომავალი სამი წლის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობის საშუალებით ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხება 740 მილიონი დოლარს.
Astana Times–ის ცნობით, ყაზახეთის ციფრული განვითარების, ინოვაციისა და აერონავტიკური მრეწველობის მინისტრმა, ასკარ ზუმაგალიევმა გეგმა შეადგინა, რომელიც ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატას გადაეცა.
საპარლამენტო სესიის განმავლობაში, სადაც განიხილავდნენ კრიპტოვალუტის გაცემის და მიმოქცევის შესაძლო აკრძალვას, მინისტრმა მაინინგის სფეროში ხაზი გაუსვა ისეთი ქვეყნების პროგრესს, როგორიცაა შეერთებული შტატები, შვედეთი და სამხრეთ კორეა.
მან დასძინა, რომ მაინინგის სექტორი ყაზახეთშიც იზრდება. ამჟამად ქვეყანაში 14 კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ყაზახეთის სახელმწიფო ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟების აკრძალავის წინადადებას განიხილავდა. აკრძალვის მიზეზად ეროვნული ვალუტის უსაფრთხოება და კრიპტოვალუტის მაინინგი დასახელდა.
ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, დანიეარ აქიშევმა განაცხადა: “ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონსერვატიული მიდგომა გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ ციფრული ვალუტების ბირჟის აკრძალვა ეროვნული ვალუტის გამო. ჩვენ გვინდა ავკრძალოთ ამ სფეროში საფონდო ბირჟის საქმიანობა, ისევე როგორც უნდა აიკრძალოს ყველა სახის მაინინგი”.