ფილიპინების მარეგულირებელი კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობს

0
2085

ფილიპინების მარეგულირებელი ამ თვის შუა რიცხვებამდე კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემის პროექტის შემუშავებას გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია Manila Times-ი იუწყება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყნის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, ეფირო ლუის ამსტრონგმა დაადასტურა, რომ მალე ფილიპინებში კრიპტოვალუტის ბირჟები ტრადიციული ბირჟების მსგავსი მარეგულირებელი სისტემის ქვეშ მოექცევა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა სავაჭრო პლატფორმების რეგულირება”,- ამბობს ეფირო ლუის ამსტრონგი.

კრიპტოვალუტის რეგულაციის იდეა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებისგან მოდის. მათ სურთ, რომ ქვეყანაში რეგულაციის ქვეშ ოპერირებდეს პირველადი მონეტა შეთავაზებაც (ICO).

მარეგულირებელი სისტემის საბოლოო ვერსია მომავალ კვირას უნდა გაცხადდეს. ხოლო ამის შემდეგ პროექტის დეტალებზე დაიწყება მუშაობა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში, როდესაც ფილიპინების მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის რეგულაციის შემოღებაზე განაცხადა კრიპტო სექტორის წარმომადგენლებს 31 აგვისტომდე შეეძლოთ გამოხმაურებოდნენ ამ გადაწყვტილებას და მარეგულირებლისთვის საკუთარი აზრი გაეზიარებინათ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისიამ საჯარო განხილვისთვის პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) მარეგულირებელი წესების პროექტი გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი