იაპონიაში გასულ წელს 3.5 მილიონი აქტიური ინვესტორის საქმიანობა დაფიქსირდა

0
1881

იაპონიამ კრიპტოვალუტის შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

იაპონიის თვითრეგულირების ორგანომ იაპონიის კრიპტოვალუტის ბიზნეს ასოციაციის ანგარიში ფინანსური კვლევითი ჯგუფის სხდომაზე გამოაქვეყნა. ანგარიში 2017 წლის განმავლობაში 17 ძირითადი კრიპტოვალუტის ბირჟის საქმიანობას ასახავს.

ეს იყო პირველი შეხვედრა საკვლევი ჯგუფისთვის, რომელიც განსაკუთრებულად ფოკუსირებულია კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

წარმოდგენილი ციფრები ყურადღებას ამახვილებდა ბაზრის გიგანტურ ზრდაზე, რომელიც თავის მხრივ, კრიპტოვალუტის საინვესტიციო გეგმასთან არის კავშირში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონიის ბირჟა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაზრის მოცულობაში ზრდა გარკვეულწილად, ჩინეთში კრიპტოვალუტის ბირჟების აკრძალვამაც გამოიწვია, რის შედეგადაც ჩინური კომპანიების ნაწილი ჰონგ-კონგის გარდა, იაპონიაშიც გადავიდა.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელს 22 მილიონი დოლარიდან ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 2017 წლისთვის 97 მილიარდ დოლარამდე იყო გაზრდილი. გამოდის, რომ სამი წლის განმავლობაში ბიტკოინი 340.000 პროცენტით გაიზარდა.

საყურადღებოა, რომ გასულ წელს იაპონიაში, 3.5 მილიონი ინვესტორი შიდა ბაზარზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

იაპონიის ფინანსური სამსახური ცდილობს კრიპტობირჟებს ახალი ლანდშაფტი შეუქმნას. მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იანვარში Coincheck-ის თავდასხმას უკავშირდება, საიდანაც ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარი მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ მარტში იაპონური კრიპტოვალუტის ბირჟები Mr. Exchange და Tokyo GateWay დაიხურა იმ მიზეზეით, რომ ბირჟები სალიცენზიო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი