სამხრეთ კორეის მობილური ტელეფონის კომპანია Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემას ქმნის

0
2120

სამხრეთ კორეის წამყვანმა მობილური ტელეფონის კომპანიამ “კორეა ტელეკომმა” განაცხადა, რომ ახალი სატელეკომუნიკაციო სისტემის უსაფრთხოებისთვის Blockchain-ის გამოყენებას აპირებს.

“Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით მონაცემები ჰაკერებისგან დაცული იქნება. Blockchain-ის ქსელის საშუალებით მომხმარებლები მონაცემებს მესამე მხარის ჩარევისა და მეთვალყურეობის გარეშე გადასცემენ ერთმანეთს”,- აღნიშნა კომპანიის Blockchain ცენტრის ხელმძღვანელმა The Korean Herald-თან საუბრისას.

“კორეა ტელეკომის” საბოლოო მიზანს წარმოადგენს სამხრეთ კორეის მობილური ქსელის ინფრასტრუქტურაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა და გამოყენება.

ამ ეტაპზე, კომპანია ივნისისთვის Blockchain-ზე დაფუძნებული მონაცემების როუმინგის სერვისის დასაწყებად ემზადება. პროექტში “კორეა ტელეკომი” გლობალური ქსელის ოპერატორებთან თანამშრომლობს, ისეთებთან როგორებიცაა აშშ-ს Sprint-ი და იაპონიის გიგანტი Softbank-ი.

რაც შეეხება fintech-ს, “კორეა ტელეკომი” მუშაობს იმაზე, რომ კრიპტოვალუტა K-Coin-სთვის მომხმარებელთა მობილურ ტელეფონში პლტფორმა შეიქმნას.

“მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში, ციფრული ინფორმაციის ტექნოლოგიებში Blockchain-ს ცენტრალური ადგილი ექნება”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელმა სეო იანგ-ლი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი