ხუთშაბათს, 27 თებერვალს კრიპტოვალუტების ფასები მცირე რყევას განიცდიდა. თუმცა ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ფასებმა მატება დაიწყო.
დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 8.883 დოლარამდე შემცირდა. მანამდე კი კრიპტოვალუტის კურსი 9.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ბოლო ერთი კვირის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი 7.35%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 64%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 3.5%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი 233 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი 9.31%-ით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 254.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.