Argo Blockchain-მა 637 ბიტკოინი გაყიდა

0
714

Argo Blockchain-ი კრიპტო მაინინგ კომპანიებს შეუერთდა, მათ შორის Bitfarms-ს, Core Scientific-სა და Riot Blockchain-ს თავისი ბიტკოინის ჰოლდინგის ნაწილის გაყიდვაში.

ბლოგ-პოსტში Argo-მ განაცხადა, რომ ივნისში 637 ბიტკოინი გაყიდა. მაშინ კრიპტოვალუტის ფასი საშუალოდ 24,500 დოლარს შეადგენდა, რამაც ჯამში დაახლოებით 15,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა კომპანიას.

კომპანია გეგმავდა თანხების გამოყენებას Galaxy Digital-ის მიმართ ვალის შესამცირებლად, საიდანაც Argo-მ 2021 წელს 20 მილიონი აშშ დოლარის ნაღდი დული და 25 მილიონი აშშ დოლარის ბიტკოინით მხარდაჭერილი სასესხო ვალდებულება აიღო.

მაინინგ კომპანიამ განაცხადა, რომ 30 ივნისის მდგომარეობით, მას ჰქონდა 22 მილიონი აშშ დოლარის დავალიანება და ფლობს საკმარის ლიკვიდურობას, რათა თავიდან აიცილოს ბიტკოინით მხარდაჭერილი სესხის პოტენციური ლიკვიდაცია, თუკი ბიტკოინის ფასი კლებას გააგრძელებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ კომპანია კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ ნავიგაცია მოახდინოს მიმდინარე ბაზრის პირობებში და კიდევ უფრო გაზარდოს ეფექტურობა”,- განაცხადა Argo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ უოლმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი