19 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1384

19 სექტემბერს, ხუთშაბათს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა. მთავარი მოვლენა კი ბიტკოინის ფასის შემცირება იყო.

დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის კურსმა დაიკლო. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 10.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ მოექცა.

Coin360–ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი 9.900 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ციფრული ვალუტის საბაზრო წილი 67.4%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასის ნიშნული 1.9%-ით დაეცა. თუმცა დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა პოზიციების დაბრუნება მოახერხა. ეს კი ნიშნავს, რომ დღის მეორე ნახევარში ეთერიუმის ფასის ნიშნული 220 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 263 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი