გიბრალტარი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს

0
1245

გიბრალტარის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველა იურისდიქციამ კრიპტოვალუტის გადახდის სისტემა ლეგალურად უნდა აღიაროს.

ციფრული და ფინანსური მომსახურების მინისტრი ალბერტ ისოლა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ხელშეკრულების კანონებს, ცნობს ციფრული ვალუტით გადახდას.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა გიბრალტარი ლეგალურად კრიპტო აქტივების გადაცემას, მინისტრმა განაცხადა: ”დიახ. გიბრალტარის მასშტაბით უკვე კრიპტოვალუტით გადახდა მიმდინარეობს”.

”მე არ მჯერა, რომ ამ პლანეტაზე არსებობს კანონი, რომელიც სპეციალურად გამორიცხეს ციფრული ვალუტით გადახდას. ყველა ხელშეკრულების კანონი საშუალებას იძლევა თქვენ გადაიტანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას რაიმე, იქნება ეს ნავი, სახლი, მანქანა, გასაღები ან კრიპტო აქტივი”,-აღნიშნა ალბერტ ისოლამ.

გიბრალტარი კრიპტოვალუტის მიმართ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად გაწყობილი ქვეყანაა. გიბრალტარის ადგილობრივმა საფეხბურთო გუნდმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელების ანაზღაურება კრიპტოვალუტაში გადაუხადონ.

გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი 1943 წელს დაარსდა და ამჟამად თამაშობს გიბრალტარის საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის დივიზიონში.

როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, კლუბის სპონსორი და პარტნიორი პაბლო დანა ასევე ინვესტიციებს ახორციელებს კრიპტოვალუტის სფეროშიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი