ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად ალტკოინების პოზიციების გაუმჯობესებაც შეინიშნებოდა.
თუმცა სამუშაო კვირის მიწურულს კლების ტენდენცია მაინც დაფიქსირდა.
ხუთშაბათს, Binance Coin-ზე ვაჭრობა 635 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 662 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 578 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს Binance Coin-ზე ვაჭრობა კი 615 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 669 დოლარას კვლავ მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი ისევ შემცირდა შესაძლოა, კურსმა 590 დოლარამდეც კი დაიკლოს.
ამჟამად, Binance Coin-ის კურსი 627 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი თითქმის 2%-ით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, Binance Coin-ის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 104 მილიარდ დოლარს შეადგენდა.