აშშ-ს კონგრესი კვლავ კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობს

0
1611

არიზონას შტატის კონგრესმენმა, პოლ გოსარმა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი კანონპროექტი შექმნა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კანონპროქტი მიზნად ისახავს მარეგულირებელ სისტემაში საბოლოო სიცხადის შეტანას.

კრიპტოვალუტის აქტი, რომელიც 2020 წელს უნდა მიიღონ, განსაზღვრავს რომელმა ფედერალურმა სააგენტოებმა უნდა დაარეგულირონ კრიპტო აქტივების თითოეული ტიპი.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც კანონპროექტი განსაზღვრავს არის კრიპტო აქტივების სამი ტიპის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ეს სამი ტიპი ასე გამოიყურება: კრიპტო პროდუქტი, კრიპტო, როგორც ვალუტა და კრიპტო ფასიანი ქაღალდი.

კრიპტო პროდუქტი განისაზღვრება, როგორც ეკონომიკური საქონელი ან მომსახურება, რომელიც ინახება Blockchain-ზე.

კრიპტოვალუტა განისაზღვრება, როგორც ვალუტა, რომელიც თავის მხრივ, არის დეცენტრალიზირებული, გულისხმობს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის მხარდაჭერასა და “ჭკვიან კონტრაქტებში” გამოყენებას.

კრიპტო ფასიანი ქაღალდები Blockchain-ზე არის ასევე განთავსებული, რომელიც მოიცავს კაპიტალის საწარმოებლად საჭირო ინსტრუმენტებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანლის მოადგილის განცხადება, რომლის თანახმადაც, დეცენტრალიზირებულმა კერძო ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, მთავრობის გარკვეული ფუნქციები კერძო სექტორზე გადაიტანოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი