კამბოჯას ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
1547

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამბოჯა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ ციფრულ ვალუტას “ბეიკოგს” უწოდებენ.

“ბეიკოგი” კამბოჯას საგადასახადო სივრცეში მთავარ როლს შეასრულებს. ციფრული ვალუტის გამოყენებით მომხმარებლებს უნდა გაუადვილდეთ გადასახადების გადახდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ციფრული ვალუტა ქვეყნის საგდასახადო სისტემას უფრო გამჭვირვალეს გახდის.

ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ტესტირების პროცესში იყო. კამბოჯას ეროვნული ბანკის გენერალური დირექტორის, ჩა სერეი განცხადების თანახმად, სისტემა გამართულ ფუნქციონირებას 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყებდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოში სინგაპურში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Limestone Network-მა კამბოჯას დედაქალაქის ცენტრში “ჭკვიანი სამეზობლოს” შენარჩუნების მიზნით Blockchain ტექნოლოგია დანერგა.

როგორც Tech in Asia წერდა, პნომპენში მდებარე 100 ჰექტარი მოიცავდა საცხოვრებელ ფართებს, ოფისებს, საცალო ცენტრებს, სკოლებსა და მასშტაბურ საგამოფენო დარბაზსაც.

Limestone Network-ი შეიქმნა სინგაპურის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამარტივება იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი