ევროპის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის კვლევას განაგრძობს

0
1026

ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტს აგრძელებს.

ECB-მ ციფრული ევროს შესახებ კიდევ ერთი სამუშაო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ააშკარავებს და ნათლეს ხდის საზოგადოებისათვის პოტენციური ევროპული CBDC-ის და მისი პოზიციის ვრცელ ტექნიკურ ანალიზს არსებულ ფინანსურ სისტემაში.

ცოტა ხნის წინ გამოცემული სამუშაო დოკუმენტი მიზნად ისახავს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა ფინანსური შუამავლობა, გადახდის არჩევანი და კონფიდენციალურობა ციფრულ ეკონომიკაში.

კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ანონიმური მონეტები ბევრად სასურველია საზოგადოებაში, ვიდრე ტრადიციული საბანკო გადახდები.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო მომხმარებლები ციფრული ვალუტებით ან ტექნოლოგიური გიგანტების მიერ გამოშვებული „გადახდის ნიშნებით“ ჩანაცვლებას ცდილობენ საზოგადოების ნაწილი ციფრული ვალუტის სექტორს არ ენდობა.

„ეს რისკი განსაკუთრებით ხელშესახები იქნება, თუ ეს პლატფორმები კონკურენციას გაუწევენ ბანკებს ფინანსური სერვისების ბაზარზე. თუმცა, მონაცემთა გაზიარების ფუნქციების არჩევითობამ შეიძლება გამოიწვიოს CBDC ფართოდ მიღება”,- აღნიშნულია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი