კრიპტოვალუტის ბაზარი გაუმჯობესებას განაგრძობს

0
995

სამშაბათს, 29 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტამ განიცადა კურსის მატება.

ამასთანავე, ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 36.400 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 5.75%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის სამიზნე ნიშნული 40.000 დოლარია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. ფასის კლების დროს ალტკოინის კურსი 1.790-დან 1.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კურსის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში მომდევნო დონე 2.500 დოლარი იქნება. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი 2.235 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 482 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი