რიპლიმ და MoneyGram-მა პარტნიორული ურთიერთობა დაასრულეს

0
1090

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ გერლინგჰაუსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რიპლიმ და MoneyGram International–მა ერთად გადაწყვიტეს თავიანთი პარტნიორობის დასრულება.

მიუხედავად ამისა, ისინი მომავალში მაინც გააგრძელებენ პროფესიულ ურთიერთობას და, თუ საჭირო იქნება ითანამშრომლებენ კიდეც.

გერლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ რიპლი და MoneyGram International-ი ერთად ამუშავებდნენ მილიარდობით დოლარს რიპლის RippleNet-ის საშუალებით.

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების სისტემის არარსებობამ აშშ-ში უამრავი დაბრკოლება წარმოშვა ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის, უდავოა, რომ რიპლიმ და MoneyGram International-მა ამ პერიოდში წარმატებას ერთად მიაღწიეს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა არაერთხელ დაადანაშაულა აშშ–ს კანონმდებლები კრიპტო სექტორის ჩახშობასა და მკაფიო მარეგულირებელი სახელმძღვანელო მითითებების დაუზუსტებაში.

შეგახსენებთ, რომ ორ კომპანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ოფიციალურად 2019 წლის ივნისში გამოცხადდა, მაგრამ MoneyGram-ი მანამდე რიპლის xRapid პროდუქტს იყენებდა, როგორც საზღვარგარეთული გადახდის პროცესის ნაწილს.

აღნიშნული პარტნიორობა 2023 წლადე უნდა გაგრძელებულიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი