ციფრული ვალუტების ფასები შემცირებულია

0
1131

21 ივნისს ციფრული ვალუტების ფასები ძლიერ რყევას განიცდიდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი დაახლოებით 12%-ით დაეცა.

გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 553 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 561 დოლარს შეადგენდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 516 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 557 დოლარზე დაიხურა.

თუკი ალტკოინის ფასი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელი დონე 400 დოლარია.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 481 დოლარს შეადგენს. ბოლო 7 დღის განმავლობაში ფასი 22%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 156-სა და 144 დოლარს შორის მიმდინარეობდა. დღეს კი, ფასმა 130 დოლარამდე დაიკლო.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 133 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი 11.72%-ით არის შემცირებული.

იმ შემთხვევაში, თუ კურსი კიდევ უფრო დაეცემა, მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 100 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი