20 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1465

შაბათს, 20 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შემცირდა კრიპტოვალუტების ფასები.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 5.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 20 აპრილს მხოლოდ მცირედით მოიმატა ბიტკონის ფასმა და კრიპტოვალუტის ფასის ნიშნულმა 5.342 დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 173 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კრიპტოვალუტის კურსი მხოლოდ 0.5%-ით იყო გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 181 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი 4%-ით გაზრდილია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი