IOHK–ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინი კონკურენტებს ჩამორჩება

0
993

IOHK–ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩარლზ ჰოსკინსონი ამტკიცებს, რომ ბიტკოინი ნელი სიჩქარის გამო მნიშვნელოვან კონკურენტულ კრიზისშია.

“ბიტკოინის პოპულარობა საგრძნობლად ჩამორჩება კონკურენტებს”,- აღნიშნა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

მან ასევე გააკრიტიკა ბიტკოინის საზოგადოება იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის მიღმა ინოვაციების შექმნის სურვილი არ გამოთქვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IOHK-მა, რომელიც კარდანოს ბაზაზე არის დაფუძნებელი, შარშან 500,000 აშშ დოლარის დონაცია განახორციელა. თანხა ვაიომინგის Blockchain უნივერსიტეტისთვის იყო განკუთვნილი.

დონაცია ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის მხარდაჭერასა და განვითარებას გულისხმობდა.

”ეს დაფინანსება მიზნად ისახავს ახალგზრდებში მოტივაციის ამაღლებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებას Blockchain სექტორში. სტუდენტური კვლევები, ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურის დონეზე, ამ ინიციატივის ძირითადი ნაწილია. ჩვენი კვლევისა და განვითარების ლაბორატორია კონცენტრირებულია როგორც ყველა სამუშაოს თეორიულად დასაბუთებაზე, ასევე მათ პრაქტიკულად განხორციელებაზეც”,- განაცხადა ასისტენტ-პროფესორმა მაიკ ბოროვქექმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი