სამშაბათს, 18 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა.
ბიტკოინის ფასი 44.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 2.30%-ით შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნულს 43.500 დოლარის ფარგლებში დაეწყო მერყეობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა ყველაზე დაბალი დონე 17 მაისს აჩვენა, რა დროსაც ფასი 42.207 დოლარი იყო.
18 მაისს ბიტკოინის საბაზრო წილი 39.3%-ს, ხოლო ეთერიუმის – 19.3%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ფასის კლება ალტკოინმაც განიცადა. ბოლო 2 დღეა ეთერიუმის ღირებულება 4.000 დოლარის დონეს ჩამოსცდა.
18 მაისს ეთერიუმის კურსი 3.450 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 69 მილიარდ დოლარს შეადგენდა.