26-27 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1333

კვირას, 27 დეკემბერს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს კრიპტოვალუტების კურსი მკვეთრ ზრდის ტენდენციას აჩვენებდა.

26 დეკემბერს ბიტკოინის ფასმა ზრდის ტენდენცია აჩვენა. შაბათს ციფრული ვალუტის კურსმა 24.677 დოლარიდან დაიწყო ფასის ზრდა.

დღის განმავლობაშო დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 26,718 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა ეს დონე ვერ შეინარჩუნა დღის ბოლოს ვაჭრობა 26,437 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: შაბათს განსაკუთრებული ფასის მატება არ შეინიშნებოდა. 26 დეკემბერს დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი 617-სა და 650 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

თუმცა ეთერიუმის კურსის მდგომარეობა კვირას რადიკალურად შეიცვალა. 27 დეკემბერს ალტკოინმა 700 დოლარის დონე დასძლია. დღის განმავლობაში კი კურსი 628-სა და 711 დოლარს შორის მოძრაობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შაბათ-კვირას დაფიქსირებულ მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არის. ფასების ასეთი მკვეთრი ცვლილება ანალიტიკოსების მხრიდან პოზიტიურად აღიქმება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 731.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი