პიტერ ბრანდტი: ბიტკოინის ფასის ცვლილება კარგი ნიშანია

0
1291

ბიტკოინმა წელს მრავალი მომხრე და თანამოაზრე გაიჩინა. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი.

ბიტკოინმა საზოგადოებაში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ფასი 20,000 დოლარს გადასცდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსაზრება, რომ კრიპტო ბაზრის სიმყარეს ბიტკოინი განაპირობებს ფაქტად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ Guggenheim Partners-მა თავისი ბიტკოინ აქტივი 400,000 დოლარამდე გაზარდა.

ტრადიციული ბაზრის მოვაჭრემ, პიტერ ბრანდტმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი ძლიერი კრიპტოვალუტაა.

”ახალი მაღალი მაჩვენებლები ყოველთვის კარგი ნიშანია ჯანსაღი ფასის ტენდენციისთვის”,-განაცხადა პიტერ ბრანდტმა.

უკვე წლებია, რაც ბიტკოინის ფასები განხილვის თემაა. 5,000, 10,000, 15,000 და 20,000 დოლარმა სხვადასხვა დროს ინვესტორების ყურადღების მიპყრობა მოახერხა.

შეგახსენებთ რომ, 2020 წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში ბიტკოინის კურსი საგრძნობლად გაიზარდა. CoinMarketCap-ის 28 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის კურსი 26,207-სა და 27,389 დოლარს შორის მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი