გერმანია ეკონომიკაში Blockchain-ის ინტეგრირებას განაგრძობს

0
1100

ევროპის უდიდესი ეკონომიკა ცდილობს გზა გაუხსნას Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას.

“როიტერის” თანახმად, ანგელა მერკელის კაბინეტმა ახალი კანონი შეიმუშავა, რომელიც Blockchain-ზე დაფუძნებულ ვაჭრობას შეეხება.

”ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლოა, ძვირფასი იყოს ზოგიერთებისთვის ნოსტალგიური მიზეზების გამო, მაგრამ მომავალი მის ელექტრონულ ვერსიას ეკუთვნის”,-აღნიშნა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა.

ფინანსთა სამინისტრო ელექტრონულ ფასიან ქაღალდზე გადასვლას უფრო ფართო Blockchain სტრატეგიის კომპონენტად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ფინანსთა სამინისტრო და მარეგულირებელი ევროპაში ყველასგან გამოირჩეულია მაღალი სტანდარტის მოთხოვნებით, მაინც ერთ-ერთი მოწინავე პოზიციები უჭირავთ ეკონომიკური საკითხების შორსმჭვრტელობასა და სიახლის მიმღეობაში.

ამასთანავე, გერმანიის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკმა სინგაპურში მოღვაწე არაკომერციული კომპანია დაიქირავა. Ocean Protocol-მა ბანკისთვის დეცენტრალიზებული ქსელი უნდა შექმნას.

ბუნდესბანკმა საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი არის დეცენტრალიზებული ქსელის შექმნა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში ინფორმაცია მიიღონ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი