დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შესახებ აქტიურ კონსულტაციას 2022 წელს დაიწყებს

0
924

დიდი ბრიტანეთის ხაზინა და ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შესახებ კონსულტაციებს დაიწყებენ.

ინგლისის ბანკი და გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრო 2022 წლიდან გეგმავენ კონსულტაციების დაწყებას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესაძლო გავრცელების შესახებ.

განცხადებაში, ინგლისის ბანკმა აღნიშნა, რომ ციფრული ფუნტის კონსულტაცია HM Treasury-სთან განიხილავს დიზაინის მახასიათებლებს, სარგებელსა და შედეგებს მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის.

2022 წლის კონსულტაციის შედეგები განსაზღვრავს, დააპირებს თუ არა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება წინსვლას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარების კუთხით.

„თუ ამ განვითარების შედეგები დაადგენს, რომ CBDC-ი ოპერაციულად და ტექნოლოგიურად მძლავრია, მაშინ გაერთიანებული სამეფოს სტაბილკოინის გამოშვების საკითხი მალევე დადგება”,- აღნიშნულია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ინგლისის ბანკმა ასევე დაამატა, რომ, ამ ეტაპზე, არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმის შესახებ, ექნება თუ არა, სტაბილკოინი გაერთიანებულ სამეფოს.

თუმცა ნებისმიერი ციფრული ფუნტის პროექტი მიმართული იქნება ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტების გვერდიგვერდ თანაარსებობაზე და არა, მათ ჩანაცვლებაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი