ალტკოინების კურსი მკვეთრად შემცირდა

0
1294

26 სექტემბერს ციფრული ვალუტების ფასები რყევას განიცდიდა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 312 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 319 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 253 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 270 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 300 დოლარის დონე კვლავ დასძლიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 230 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 264 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 5.35%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 70-სა და 80 დოლარს შორის მიმდინარეობდა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 80 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 51 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 67 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 10.18%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი