ამ კვირაში კრიპტოვალუტის კურსი მერყეობით გამოირჩეოდა.
ბიტკოინი
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი დასტაბილურდება. ამის ნიშანი კი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 12.000 დოლარის პოზიციას დიდი ხნით შეინარჩუნებს.
11.300 დოლარის პოზიციის შემდეგ სამიზნე ფასი 11.550 დოლარია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კლებას დაიწყებს შესაძლოა, ფასმა 11.100 დოლარის ფარგლებშიც კი დაიწყოს მოძრაობა.
აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე დაიწყონ ვაჭრობა.
ეთერიუმი
ეთერიუმი ფასის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს. ეთერიუმის მომდევნო სამიზნე ფასი 395 დოლარი იქნება. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს შემდეგი დონე 420 დოლარია.
თუმცა, თუკი ალტკოინის კურსი 300 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 250 დოლარი იქნება.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 390 დოლარზე დაიწყონ ვაჭრობა.
რიპლი
სხვა ალტკოინების მსგავსად რიპლის ფასიც რყევას განიცდიდა. ანალიტიკოსები ფასის გაზრდას 0.30 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ. ალტკოინის კურსის დაცემა კი 0.21 დოლარზეა მოსალოდნელი.
თუკი რიპლის ფასის ნიშნული 0.21 დოლარზე დაეცემა მაშინ შემდეგი მაჩვენებელი 0.19 დოლარი იქნება.
მეორეს მხრივ, თუ ალტკოინი კურსის მატებას შესძლებს მოსალოდნელი დონე 0.27 დოლარი იქნება. ამის შემდეგ კი სამიზნე ფასი 0.30 დოლარია.
ანალიტიკოსების თქმით, ფასი შეიძლება ნებისმიერ გზით წავიდეს. ამიტომ ტრეიდერები უნდა დაელოდონ პოზიციების გამყარებას და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 251-სა და 345 დოლარს შორის არის. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს შესაძლოა, 440 დოლარის ნიშნულიც კი დაიკავოს.
თუმცა, თუკი ალტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 200 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ.
ლაიტკოინი
ექსპერტები ლაიტკოინის ფასის ზრდას 60 დოლარის ფარგლებში ელოდებიან. თუკი ალტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი დონე 51 დოლარი იქნება.
თუმცა არსებობს ფასის ვარდნის საფრთხეც. თუკი ლაიტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელო დონე ჯერ 40 დოლარი შემდეგ კი 34 დოლარი იქნება.
ამ რიცხვებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ.