Figure Technologies-სი Blockchain-ზე დაფუძნებულ მომსახურებას იწყებს

0
1233

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია, Figure Technologies Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემას ქმნის.

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა პროცესის ავტომატიზაციას, მათ შორის ინვესტირების პროცესის დაჩქარებას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ, კომპანია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

Figure Technologies-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ კაგნიმ განაცხადა, რომ იდეა საშუალებას მისცემს საინვესტიციო ფონდებს ყურადღება გაამახვილონ ინვესტიციის დაჩქარებულ და უსაფრთხო ოპერაციებზე.

უნდა აღინიშნოს რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Figure Technologies-ი Blockchain-ის უპირატესობებით სარგებლობს. კომპანიას ასევე აქვს Blockchain-ზე დაფუძნებული სესხების სისტემა.

შეგახსენებთ რომ, ცოტა ხნის წინ, მალაიზიაში დაფუძნებულმა კომპანია IBF Net-მა განაცხადა, რომ ის ისლამურ საქველმოქმედო ორგანიზაციებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ცდილობს.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ტექნოლოგია არსებული დონორების ნდობას გააძლიერებს. იგი ასევე ახალ დონორებს წაახალისებს.

IBF Net-ის თქმით, Blockchain ტექნოლოგია სისტემას შექმნის, რომელიც დონორს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს ის რომ, დარწმუნდეს შემწირველი თავისი გადარიცხვების უსაფრთოხებაში. დონორს ასევე ექნება შესაძლებლობა დიდი პროექტებისათვის გადარიცხვების შემთხვევაში თვალი ადევვნოს თავისი შემოწირულობის გავლენას მიმდინარე პროექტზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი