კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1398

წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა.

ბიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ბიტკოინის კურსი 14.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა კრიპტოვალუტა ამ დონეზე არ შეჩერებულა. კვირის ბოლოს ბიტკოინის ფასი 15.400 დოლარზე დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კლებას დაიწყებს მომდევნო დონე 14.000 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსის მატების დონე 16.000 დოლარს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა სამიზნე დონე 17.000 დოლარია.

ეთერიუმი

კვირა საღამოს ეთერიუმის კურსის ნიშნული 449 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 400-სა და 450 დოლარს შორის არის.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 400 დოლარის დონეს ჩამოსცდეს. ეთერიუმის ფასის კლების დროს მოსალოდნელია, რომ კურსი 405-სა და 375 დოლარის შუალედში იმოძრავებს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი დონე 488 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის კურსი 0.26 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რიპლის ფასი 0.23-სა და 0.20 დოლარს შორის იმოძრავებს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის დონე მოიმატებს სავარაუდო მაჩვენებელი 0.30 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

კვირა საღამოს ალტკოინის დონე 268 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კურსის კლების შემთხვევაში ფასი შესაძლოა, 231 დოლარამდე დაეცეს.

ფასის კიდევ უფრო დაცემის დროს მოსალოდნელია, რომ ალტკოინის დონე 200 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ კურსის მატება დაფიქსირდება ბიტკოინ Cash-ის სამიზნე დონე 290 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 60 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კლების შემთხვევაში მომდევნო დონე 74 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი მოიმატებს მომდევნო სამიზნე ნიშნული 58 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი