ალტკოინების კურსი შემცირებულია

0
1752

2 სექტემბერს ციფრული ვალუტების ფასები რყევას განიცდიდა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 274 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 295 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 270 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 292 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 300 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 230 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 263 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 8.13%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მერვე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 60-სა და 64 დოლარს შორის მიმდინარეობდა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 80 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 51 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 58 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 8.56%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი