16 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2316

სამშაბათს, 16 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ბაზარი დასტაბილურდა.

ბიტკოონის ღირებულება 24 საათის განმავლობაში მცირედით გაიზარდა და საბოლოოდ კურსი 6.580 დოლარზე დაფიქსირდა.

ბიტკოინის ფასის მატების მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 1.72%-ით არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბრის თვის მანძილზე ბიტკოინის ფასს განსაკუთრებული ვარდნა არ განუცდია.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, კრიპტოვალუტის კურსი 210 დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი გამოწვეული იყო იმით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი 0.3%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 12 ოქტომბერს ეთერიუმის კურსი 189 დოლარამდე დაეცა, თუმცა სამი დღის შემდეგ ფასმა 220 დოლარს გადააჭარბა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის დანაკარგი დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 211.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი