კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა.
ბიტკოინი
ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.200-სა და 11.700 დოლარს შორის მოძრაობდა.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი დაიკლებს მომდევნო დონე 10.500 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსების ნაწილი პოზიტიური მომავლის ხედვას ინარჩუნებს. მათი აზრით, მალე კრიპტოვალუტის კურსი 12.000 დოლარის დონეს დაიკავებს.
ფასის ზრდის ტენდენციის დაფიქსირების შემდეგ კი მომდევნო დონე 12.304 დოლარი იქნება.
კვირას, დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის ფასის ნიშნული 11.145 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის სტაბილურად მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.
ეთერიუმი
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი მცირე რყევებს განიცდიდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ალტკოინის ფასი 300 დოლარის ნიშნულს არ ჩამოსცდენია ჩამოსცდა. ალტკოინის ფასის მაქსიმუმი 288 დოლარზე დაფიქსირდა.
თუკი ალტკოინი ზრდის ტენდენციას დააფიქსირდებს მომდევნო სამიზნე დონე 480 დოლარი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი დაიკლებს მაშინ ტრეიდერებმა ვაჭრობა 166 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ.
რიპლი
აგვისტოს პირველ დღეებში რიპლის ფასი 0.24-სა და 0.29 დოლარს შორის მოძრაობდა.
იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიწევს მომდევნო დონე 0.19 დოლარი იქნება.
თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ რიპლის კურსი გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში სამიზნე დონედ 0.30 დოლარი არის განსაზღვრული.
ეექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ფასი დასტაბილურდება.
ბიტკოინ Cash-ი
კვირა საღამოს ბიტკოინ Cash-ის ფასი 286 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ნიშანი აჩვენა მომდევნო დონე 360 დოლარი იქნება.
იმ შემთხვევაში კი, თუ ალტოინის კურსი შემცირდა შესაძლოა, ფასი 200 დოლარზე აღმოჩნდეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.
ლაიტკოინი
ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 60 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
ალტკოინის ფასის კლების ნიშანი იქნება, თუკი კრიპტოვალუტა 51 დოლარზე აღმოჩნდება.
თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ლაიტკოინი ზრდას განაგრძობს. მომდევნო სამიზნე დონე კი 80 დოლარია.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინზე ვაჭრობა დაიწყონს მაშინ, როდესაც ფასი 56 დოლარის ზღვარს დასძლევს.