სამხრეთ კორეის ადვოკატთა ასოციაცია მთავრობას იურიდიული გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს

0
1423

სამხრეთ კორეის ადვოკატთა ასოციაცია ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ გააქტიურდეს და დააჩქაროს კრიპტოვალუტისთვის იურიდიული სისტემის ჩამოყალიბება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuter UK-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის ადვოკატთა ასოციაცია, რომლშიც ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადვოკატია გაწევრიანებული ხაზგასმით მოუწოდებს მთავრობას სწორი და კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი სტრუქტურა შექმნას. ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა კიმ ჰანმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ შეცვალოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ. მთავრობა ვალდებულია შეადგინოს მარეგულირებელი სისტემა და დაეხმაროს Blockchain ტექნოლოგიის ინდუსტრიას განვითარებაში. ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისთვის, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებები თავიდან ავიცილოთ”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარეგულირებლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კრიპტობირჟებს ბანკების მხრიდან პრობლემები არ შეექმნებოდათ, თუკი ბირჟები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომებს მიიღებდნენ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ნებისმიერ ბირჟაზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს იდენტიფიკაცია და უკვე ამის შემდეგ დაიწყოს ბირჟაზე ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი