ბიტკოინის კურსი 11.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობს

0
1483

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი ცვლილებებს განიცდის. უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი კურსი 11.806 დოლარზე დაფიქსრდა. ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული კი 12.359 დოლარი იყო.

ფასების ამ ორ მონაცემს შორის არსებობს ზღვარი, რომლის დაძლევის შემდეგ ბიტკოინი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს.

ამ ზღვრად კვლავ 12.000 დოლარი რჩება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი შემცირებულია. დღის განმავლობაში ფასის კლება თითქმის 2.9%-ს შეადგენს. გუშინ ბიტკოინის კურსი 12.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 18 აგვისტოს ბიტკოინზე ვაჭრობა 11.991 დოლარზე დაიხურა.

დღეს კი ბიტკოინის ფასმა მკვეთრი ზრდის ნიშანი ვერ აჩვენა.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს დღის ბოლოს ბიტკოინის ფასი 11.718 დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი