დიდი ბრიტანეთი ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის კვლევას აგრძელებს

0
1109

დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის კვლევას 2020 წელს გააგრძელებს.

ხვალ ბანკი იმ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებას, სადაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ინფრასტრუქტურული დიზაინის შექმნა განიხილება.

შეხვედრაში მონაწილე მხარეები იქნებიან შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და უნგრეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი აქცენტი იქნება ის, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული Blockchain ტექნოლოგია ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში კანადის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ბანკთან ერთად ჯგუფი შექმნეს.

ჯგუფის მიზანი ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის ერთობლივად შესწავლა იყო.

ინგლისის ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ ზემოთხსენებული ინსტიტუტები თავიანთ გამოცდილებას ჯგუფის სხვა წევრებს გაუზიარებდნენ, რათა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესწავლა დაჩქარებული წესით მომხდარიყო.

”ჯგუფი შეაფასებს ციფრული ვალუტის გამოყენების შემთხვევებს; ეკონომიკური, ფუნქციური და ტექნიკური დიზაინის არჩევანი, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება განვითარებადი ტექნოლოგიების შესახებ. ჩვენ მჭიდრო კოორდინირება გვაქვს შესაბამის ინსტიტუტებთან და ფორუმებთან – კერძოდ, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა და გადახდისა და ბაზრის ინფრასტრუქტურების კომიტეტთან”,- ნათქვამი იყო ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი