არაბთა გაერთიანებული საამიროები Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნავს

0
1080

არაბთა გაერთიანებული საამიროები Blockchain ტექნოლოგიას დისტანციური სამართალწარმოების სერვისებისთვის გამოიყენებს.

ტექნოლოგია ნოტარიუსის დამოწმებისა და ავტორიზაციის სერვისებში დაინერგება.

ამის შესახებ ინფორმაციას Emirates News Agency-ი ავრცელებს.

Blockchain-ის მიღებით, შემცირდება დრო, ძალისხმევა და ხარჯი, რომელიც სჭირდება იუსტიციის სამინისტროს, რათა კონტრაქტები და დოკუმენტაცია გადაამოწმოს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა წარმოადგენს ქვეყნის გეგმის ნაწილს, რათა დისტანციური ციფრული სისტემა ყველა შიდა ოპერაციისთვის შეიქმნას. ხელისუფლება ამას “ერთიან ციფრულ სამთავრობო პლატფორმას” უწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმდინარე ციფრული გარდაქმნა მოიცავს ციფრული პირადობის მოწმობის შექმნას, რომელსაც უწოდებენ “UAE Pass”, რაც მომხმარებლებს დისტანციურად ურთიერთობის საშუალებას მისცემს.

როგორც ცნობილი გახდა, პროექტი 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ამასთანავე, არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის განცხადებით, დუბაი უნდა გარდაქმნას მსოფლიოში პირველ ქალაქად, რომელიც მთლიანად Blockchain ტექნოლოგიით დაიწყებს ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჯანმრთელობისა და პრევენციის სამინისტრომ საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტროთან, დუბაის ჯანდაცვის ქალაქთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად Blockchain-ზე დაფუძნებული ჯანმრთელობის მონაცემთა შენახვის პლატფორმა უკვე შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი