ანალიტიკოსები ეთერიუმთან დაკავშირებით პოზიციების შენარჩუნებას რეკომენდირებენ

0
1943

ბიტკოინის კურსი კვლავ შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაჭრობა 6.600-სა და 6.750 დოლარს შორის უნდა მოხდეს.

25 სექტემბრის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ბიტკოინის კურსი 6.462 დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ დონის შენარჩუნება. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ კრიპტოვალუტა კლების ტენდენციისკენ არ მიდის.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი ფასის შემცირებას დაიწყებს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 5.900-სა და 6.075 დოლარს შორის იმოძრაოს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 5.900 დოლარზე შეაჩერონ ვაჭრობა, რადგან უკანასკნელი მხარდაჭერის დონე 5.450 დოლარია. თუკი ბიტკოინი ამ ნიშნულსაც ჩასცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 5.000 დოლარამდე დავიდეს.

ეთერიუმის კურსმა 21 სექტემბერს ფასის მატება დაიწყო, თუმცა დღეის მდგომარეობით კრიპტოვალუტის კურსი 221 დოლარს შეადგენს.

ამჟამად, ეთერიუმის ფასი მკვეთრ შემცირებას განიცდის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი კიდევ უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 192 დოლარაზე მოექცეს. თუმცა, თუ კრიპტოვალუტა მოახერხებს კურსის გაზრდას მაშინ სამიზნე ფასი 302 დოლარი იქნება.

თუმცა, ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები იმედისმომცემ ვაჭრობას არ პროგნოზირებენ და ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი