15 ოქტომბერს ბიტკოინის ფასი გაუმჯობესდა

0
1474

სამშაბათს, 15 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. დღის განმავლობაში ფასის მცირე რყევები შეიმჩნეოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ვალუტის უმეტესობამ კურსის გაუმჯობესება მოახერხა.

15 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა მოიმატა და 8.300 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. გუშინ, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტის კურსი 8.310 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორშაბათს ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

მნიშვნელოვანია, რომ მთლიან ბაზარზე ბიტკოინის საბაზრო წილი 66.4%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. ალტკოინის ფასის ნიშნული 185 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 19 მილიარდი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 226 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი