22 აგვისტოს ბიტკოინის ფასი გაუმჯობესდა და 6.400 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 6.486 დოლარზე გაიხსნა და 6.376 დოლარზე დაიხურა.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინმა ფასის მატების ტენდენცია განაგრძო მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 7.000 დოლარის დონეს ასცდეს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ბიტკოინმა ფასი შემცირება დაიწყო მოსალოდნელი, რომ კრიპტოვალუტამ 5.900-დან 6.000 დოლარს შორის იმოძრაოს. ხოლო ფასის კლების შემთხვევაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც კი შეიძლება დაფიქსირდეს 5.900 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის გაზრდას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ იბრძვის ფასის გაუმჯობესებისთვის და ცდილობს 300 დოლარის დონეს მიუახლოვდეს.
თუ ეთერიუმის ფასის ზრდის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება მაშინ კურსი 249-დან 269 დოლარს შორის იმოძრავებს. ხოლო, თუ ამ მხარდაჭერასაც ვერ შეინარჩუნებს მაშინ მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის ფასი 200 დოლარამდე დაეცეს.
ზრდის შემთხვევაში კრიპტოვალუტის სამიზნე ფასად 300 დოლარის შემდეგ, კვლავ რჩება 358 დოლარი.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის კონფიგურაციას დაელოდონ, რათა შექმნან რაიმე ხანგრძლივი პოზიცია და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.