ჰონგ-კონგი ახალი რეგულაციებისთვის ემზადება

0
1694

ჰონგ-კონგის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, პოლ ჩანმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ზომებს მიიღებს.

პოლ ჩანმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ეხება გლობალური ფინანსური დამკვირვებლის, ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება.

2019 წლის სექტემბერის შემდეგ, ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფმა ჰონგ-კონგის მარეგულირებელი სისტემა მეტწილად დადებითად შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჰონგ-კონგი იყო პირველი, რომელმაც ფინანსური მოქმედების ჯგუფის პოზიტიური შეფასება მიიღო.

პოლ ჩანმა აღნიშნა, რომ ცვლილებები უპირატესად იმოქმედებს კრიპტოვალუტის გაცვლასა და გზავნილების მომსახურების მიმწოდებლებზე. მან იქვე დასძინა, რომ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ჰონგ-კონგმა მარეგულირებელი წესები გაამკაცრა.

“პლატფორმის ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მან უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული კლიენტის იდენტურობა, მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა, ინვესტიციის მიზნები და ა.შ.”,- განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ეშლი ელდერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი