კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის ბოლოს ციფრული ვალუტების ფასები გაუმჯობესდა.
ბიტკოინი
23 ოქტომბერს ბიტკოინის კურსი 7.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ციფრული ვალუტა ფასის კლების აშკარა ტენდენციას აჩვენებდა.
თუმცა 25 ოქტომბერს ვითარება შეიცვალა და ფასი საგრძნობლად გაუმჯობესდა. პარასკევს ბიტკოინის ღირებულებამ 8.660 დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ კურსი კიდევ უფრო გაიზარდა.
კვირას საღამოს კი კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 9.464 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდეს.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი დაიკლებს მოსალოდნელი დონე კვლავ 7.000-სა და 8.000 დოლარს შორის იქნება.
ეთერიუმი
23-24 ოქტომბერს მერყეობდა ეთერიუმის კურსიც. ფასი შემცირდა და 162 დოლარის ფარგლებში მოექცა. თუმცა მიუხედავად ამისა, 25 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ფასმა მოიმტა და 181 დოლარი შეადგინა.
კვირის ბოლოს ალტკოინის კურსი 187 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ანალიტიკოსების თქმით, ეთერიუმის ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 235 დოლარამდე გაუმჯობესდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ფასმა დაიკლო მაშინ ალტკოინის კურსი შესაძლოა, 150 დოლარამდეც კი შემცირდეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩვენ, რომ კურსის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.
რიპლი
ამ კვირაში რიპლის ფასის ნიშნული 0.27 დოლარამდე შემცირდა. კვირას საღამოს კი ალტკოინის კურსი კი 0.29 დოლარს შეადგენდა.
რიპლი ფასის გაუმჯობესებას ცდილობს. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, კურსის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 0.24 დოლარი იქნება.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი გაუმჯობესდა ალტკოინის კურსის ნიშნული 0.34 დოლარამდე მოიმატებს.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩვენ, რომ რიპლის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.
ბიტკოინ Cash-ი
კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასის მინიმალური დონე 23 ოქტომბერს 210 დოლარაზე დაფიქსირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ალტკოინმა კვირის ბოლოს კურსის გაუმჯობესება მოახერხა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 265 დოლარამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსები აზრით, მოსალოდნელია ზრდის ტენდენცია, რომლის დროსაც კურსი 360 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.
თუმცა, თუკი ფასი შემცირდა ბიტკოინ Cash-ის ღირებულებამ შესაძლოა, 203 დოლარი შეადგინოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.
ლაიტკოინი
კვირის ბოლოს ლაიტკოინის კურსი 61 დოლარს შეადგენდა.
თუმცა მანამდე იყო ფასის მკვეთრი კლება. 23 ოქტომბერს ლაიტკოინის კურსის ნიშნული 50 დოლარის დონეს ჩამოსცდა და 49 დოლარაზე დაფიქსირდა.
იმ შემთხვევაში, თუ კურსი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი დონე 80 დოლარი იქნება.
თუმცა, თუ ფასი შემცირდება ლაიტკოინის კურსი შესაძლოა, 48 დოლარზეც კი აღმოჩნდეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები.