13 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1426

ხუთშაბათს, 13 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ბიტკოინის კურსია. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტა ცდილობს ძველი ნიშნულის დაბრუნებას.

დღის განმავლობაში ბიტკოინმა მოახერხა და 8,300 დოლარზე დაფიქსირდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 12 ივნისისთვის ბიტკოინის ფასი მხოლოდ 8,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინისგან განსხვავებით ეთერიუმის ფასის ნიშნული ოდნავ შემცირდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა ერთი პროცენტით დაიკლო და 255 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმი კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კვლავ მეორე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 257.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი