ინდოეთში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის ბირჟას ესტონეთმა ლიცენზია მიანიჭა

0
1233

ინდოეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟამ, BuyUCoin-მ ესტონეთის მარეგულირებლისგან ქვეყანაში ბიზნესის წარმოების უფლება მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ ბირჟა წარმოებას საზღვარეგარეთ აფართოებს.

მედიასთან საუბრის დროს ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, შივამ თაკრალმა განაცხადა, რომ პლატფორმამ ლიცენზია 2019 წლის ბოლოს მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთის მარეგულირებელი არაერთ უცხოურ ბირჟას აძლევს ქვეყანაში მუშაობის უფლებას.

2016 წელს ჩილეში დაფუძნებულმა კრიპტო სავაჭრო პლატფორმამ, CryptoMarket–მა ესტონეთის მარეგულირებლის ლიცენზია მარტის დასაწყისში მოიპოვა. ლიცენზიის მოპოვებით ბირჟა უზრუნველყოფს კლიენტების მომსახურებას: კრიპტო აქტივების შეძენასა და რეალიზაციას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟას 150 000 მომხმარებელი ჰყავს. იგი ოპერირებს ჩილეში, ბრაზილიაში, არგენტინასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ლიცენზიის მოპოვებამდე ბირჟა დაექვემდებარა აუდიტს, რაც პირველ რიგში გულისხმობდა CryptoMarket-ის უსაფრთხოების სისტემის შემოწმებას. ბირჟას უნდა ჰქონოდა დანერგილი შემოწმების სისტემა: “იცნობდე შენს მომხმარებელს”. ამასთანავე, აუცილებელი იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ საჭირო სისტემის უზრუნველყოფაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი