დღევანდელი მონაცემებით, ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განაგრძობს. CoinMarketCap-ის ტოპ 10 კრიპტოვალუტის კურსის მატება ფიქსირდება 0.06%-დან 24%-მდე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი დაახლოებით 0.75%-ით არის შემცირებული.
29 მაისის საღამოს მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 8.637 დოლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტის კურსი ინარჩუნების 8.000 დოლარის პოზიციას. თუმცა წინა დღის მაჩვენებლებთან შედარებით ფასი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე მაღალი ფასი 8.907 დოლარზე დაფიქსირდა. კრიპტოვალუტის ყველაზე დაბალი კურსი კი 7.533 დოლარზე აღმოჩნდა.
ბიტკოინი კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სტატუსს. ციფრული ვალუტის ბაზარზე ბიტკოინის წილი 56.2%-ს შეადგენს.
CoinMarketCap-ის სიაში რიგით მეორე კრიპტოვალუტა, რომელიც კლებას განიცდის არის Tether-ი.
Tether-ის კურსის კლება სულ რაღაც 0.15%-ს შეადგენს. კრიპტოვალუტის ფასი კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი დოლარია.
რაც შეეხება კაპიტალიზაციას: Tether-ის კაპიტალიზაცია 3 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში Tether-ის ყველაზე მაღალი ფასი 1.03 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი კურსის მაჩვენებელი კი 0.99 დოლარს.