ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

0
1168

კრიპტოვალუტის ბაზარი ბოლო რამდენიმე დღეა ფასის ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

გუშინ, 23 ნოემბერს ბიტკოინის ღირებულება 18.300-სა და 18.700 დოლარის შორის მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პარასკევის შემდეგ ფასი 18.000 დოლარის დონეს არ ჩამოსცდენილა.

სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაფიქსირებული არასტაბილური პირობებისგან განსხვავებით, ექსპერტებს არ გამორჩენიათ 20 ნოემბრის ბიტკოინის კურსის გამყარების საკითხი.

თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 12.75%-ით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულება 18.869 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის კურსის მატებასთან ერთად ეთერიუმის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.

კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4.76%-ით გაიზარდა. კურსის ასეთმა გაუმჯობესებამ ეთერიუმის ღირებულება 600 დოლარამდე გაზარდა.

24 ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი 611 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის 24 ნოემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 569.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი