10 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1571

კვირას, 10 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ბიტკოინის კურსი ზედიზედ მესამე დღეა 3.600 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მოძრაობას. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელი სტაბილური იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 8 თებერვალს ბიტკოინის კურსმა მოახერხა და 3.691 დოლარის დონეს მიაღწია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გამონაკლისი არც გუშინდელი დღე ყოფილა. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 10 თებერვალს ბიტკოინზე ვაჭრობა 3.690 დოლარაზე დაიხურა.

კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, რიპლი კი ასევე სტაბილურად განაგრძობს 0.30 დოლარის ფარგლებში მოძრაობას. გუშინ დღის ბოლოს ვაჭრობა კვლავ 0.30 დოლარზე დაიხურა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ალტკოინი მცირე დანაკარგებს მაინც განიცდის. რიპლის კაპიტალიზაცია 24 საათის განმავლობაში 12.7 მილიარდიდან 12.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 120 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი