ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის შესახებ გაფრთხილება გამოსცა

0
1909

ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ გააფრთხილა. განცხადებაში ციფრული ვალუტის რისკებზე არის საუბარი.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე ბანკმა კიდევ ერთი მითითება გამოსცა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუციები კრიპტოვალუტისგან თავს შორს იჭერენ.

ორივე დოკუმენტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ესპანეთს ჯერ არ მიუღია ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამასთანავე, როგორც ცნობილია, ესპანეთში კრიპტო კომპანიებს ცენტრალური ბანკი მეთვალყურეობას არ უწევს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც კრიპტოვალუტა საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის გამოიყენება ამან შესაძლოა შემდეგში მომხმარებლის უფლებები გარკვეუწილად შეზღუდოს.

პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს აქვს შემუშავებული სამართლებრივი სტატუსი ციფრული ვალუტის შესახებ ესპანეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ბანკის მმართველმა პაბლო ჰერნანდეს დე კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციულ ვალუტას ვერ ჩაანაცვლებს.

პაბლო ჰერნანდეს დე კოსმა განაცხადა, რომ ტერმინი “კრიპტოვალუტა” თავისთავად ძალიან გაუგებარია. ის ფიქრობს, რომ სახელწოდება კრიპტო აქტივით ან ვირტუალური ვალუტით უნდა შეიცვალოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი