სამშაბათს, 15 იანვარს ფასების ზრდის შემდეგ ციფრული ვალუტების ბაზარი კვლავ შემცირდა.
გამონაკლისს მხოლოდ ორი კრიპტოვალუტა, Tether-ი და USD Coin-ი წარმოადგენდა, რომელთა ფასსაც კლება არ განუცდია.
ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.34%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული კი 3.615 დოლარამდე ჩამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გუშინ ბიტკოინის კურსი 3.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 9 იანვარს დააფიქსირა, როდესაც კურსმა 4.107 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასსმაც განიცადა კლება. კრიპტოვალუტის კურსი თითქმის 3%-ით შემცირდა. ამჟამად, ალტკოინი 0.32 დოლარის ფარგლებში ცდილობს მოძრაობის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 120.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.