Avalanche-ის Blockchain პლატფორმა წამში 45000 ტრაზაქციას განახორციელებს

0
1051

დეცენტრალიზირებულმა ფინანსურმა პლატფორმამ Avalanche-ის Blockchain-მა მუშაობა დაიწყო.

Ava Labs არის პლატფორმა, რომელიც პასუხისმგებელია Avalanche Blockchain-ის პროექტის მშენებლობაზე. ემინ გიუნ სირერა, რომელიც კრიპტოვალუტისა და Blockchain საზოგადოების სიაში 100 ადამიანს შორის 52-ე ადგილზეა, Ava Labs-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას შეასრულებს.

Avalanche-ი აწარმოებს საკუთარ კონსენსუსის პროტოკოლს, რომელიც Blockchain-ს გზას უხსნის წამში 4500 ტრანზაქციისთვის.

ამჟამინდელი Blockchain-ის ქსელები ხშირად გაცილებით ნაკლებ შესაძლებლობებს ფლობენ, რის შედეგადაც ტრანზაქციის დრო შენელებულია.

Avalanche-ი პოზიციონირებს, როგორც სასარგებლო გამოსავალი ყველასთვის. მისი მომხმარებლები შესაძლოა, გახდენენ როგორც მსხვილი კომპანიები ისე ფიზიკური პირები.

სექტემბრის დასაწყისში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება, ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შესაძლოა, Blockchain-ი დაეხმაროს.

წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის NH NongHyup Bank–მა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს შეიმუშავებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბანკმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე კომპანიასთან გააფორმა, რათა ერთობლივად განავითარონ ციფრული აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურეობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი