ორშაბათს, 14 იანვარს კრიპტოვალუტების უმეტესობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე დანაკარგების გამო ფასების აღდგენას ცდილობდა.
CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, დღის პირველი ნახევარი კრიპტოვალუტების ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ციფრული ვალუტების ფასები მხოლოდ დღის მეორე ნახევრიდან გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსმა დღის მანძილზე დაახლოებით 5%-იანი მატება აჩვენა. კრიპტოვალუტის კურსი 3.717 დოლარამდე გაიზარდა.
14 იანვარს ბიტკოინმა 2019 წლის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 3.544 დოლარზე დააფიქსრა. კვირის განმავლობაში კი კურსის ყველაზე მაღალ ნიშნულს 4.107 დოლარზე მიაღწია.
რაც შეეხება რიპლის: ალტკოინი კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე ადგილს კვლავაც ინარჩუნებს. ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის კურსი 4%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტამ ვაჭრობა 0.33 დოლარის ფარგლებში გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 124 მილიარდ დოლარს შეადგენდა.