8 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    სამშაბათს, 8 იანვარს ციფრული ვალუტის ბაზარმა ზრდა დაიწყო. CoinMarketCap-ის ჩამონათვალში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასის მატება დაფიქსირდა.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარის ნიშნულს ინარჩუნებს. კრიპტოვალუტა ამ ზღვარს გუშინაც არ ჩამოსცდა. უფრო მეტიც, 8 იანვარს ბიტკოინმა მოახერხა და ფასი 109 დოლარამდე გაზარდა.

    ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის ღირებულება 4.059 დოლარს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს წამყვანი ალტკოინის პოზიციას. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მოიმატა. ეთერიუმის ფასი 0.17%-ით არის გაზრდილი. ციფრული ვალუტის კურსი კვლავ 150 დოლარის ფარგლებში აგრძელებს მოძრაობას.

    CoinMarketCap-ის დღევანდელი მონაცემების მიხედვით, კი ეთერიუმის ფასის ნიშნული 152 დოლარზე არის დაფიქსირებული.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 138.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *