სამხრეთ კორეა კრიპტო უსაფრთხოების სისტემას ამკაცრებს

0
1682

სამხრეთ კორეის სამთავრობო სააგენტო კრიპტოვალუტების არაკანონიერი გზით გამოყენების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

ქვეყნის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას გეგმავს. შემუშავებული პროგრამის შედეგად ქსელში კრიპტოვალუტის არასანქცირებული ტრანზაქციების კვალი დაფიქსირდება.

New Daily–ის ცნობით, ამ საკითხზე სამხრეთ კორეის მთავრობა იანვრიდან მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებამ ბევრი დაბრკოლება გადალახა სამხრეთ კორეაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის გამოძიებაზე. ამ საქმეში ციფრული ვალუტით ვიდეო შესყიდვებიც ფიქსირდებოდა.

სამხრეთ კორეის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამა ავტომატურად გააკონტროლებს “dark web-ს”, სადაც კრიპტოვალუტით ტრანზაქციები შესაძლოა, გამომჟღავნდეს.

ამ ეტაპზე სააგენტო პროგრამის საპილოტე ვერსიაზე მუშაობს. როგორც ცნობილია საბოლოოდ პროგრამა სრული დატვირთვით 2022 წლისთვის ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის პროკურატურამ 2019 წელს სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის სქემების გამოშვებაზე მუშაობს.

სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იყო რეაგირება კრიპტოვალუტის ინდუსტრიასთან დაკავშირებული გაყალბების შემთხვევებისა და დანაშაულების მნიშვნელოვნად გაზრდის თაობაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი